saqarTvelos koncxebi - biWvinTis koncxi

 

კონცხი შავი ზღვის სანაპიროზე, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდინარე ბზიფის შესართავის მახლობლად. აგებულია უმთავრესად მდინარის ალუვიური ნალექებით. უკავია ნაწილობრივ დაჭაობებული ვაკე-დაბლობი. სიმაღლე 1,5-3 მ. ვაკის ერთფეროვნებას არღვევს ქვიშის დიუნები, ბორცვები. კონცხზეა ტბა ინკითი, რომელსაც შავი ზღვის ყოფილ უბედ მიიჩნევენ.

კონცხის ტერიტორიაზე ხარობს რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვი და ბზის იშვიათი კორომი. კონცხზეა კურორტი ბიჭვინთა.